გაკვეთილის გეგმა


2 comments:

  1. გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში

    გაკვეთილის თემა რიცხვების გამოკლება. 1-ის და 2-ის გამოკლება
    სწავლების საფეხური პირველი კლასი
    მოსწავლეთა პროფილი 14 მოსწავლე. არ არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე.
    გაკვეთილის
    მნიშვნელობა მოსწავლეები შეძლებენ ერთნიშნა რიცხვების გამოკლებას.კერძოდ 1-ის და 2-ის გამოკლებას.
    ტოლობების წაკითვას. სააზროვნო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
    გაკვეთილის მიზნები
    და შედეგები მათემატიკური ტოლობების წაკითხვის უნარის განვითარება. 1-ის და2-ისგამოკლების და
    გამოთვლებში მისი გამოყენების უნარ-ჩვევის განვითარება.
    შედეგი;
    მათ.1.3 ერთმანეთთან აკავშირებს თვლას,რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს და შეკრება
    გამოკლების მოქმედებებს.
    ქართ.1.1 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვამს მარტივი ინდორმაციას.
    შეუძლია სწირად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
    ქართ.1.10 მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშავობის საწყისი ჩვევები.
    ისტი.1.3 მისწავლეს შეუძლია ისტ-ის პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.
    წინასწარი ცოდნა მოსწავლეები იცნობენ რიცხვებს 10-ის ფარგლებში. ალაგებენ ზრდადობით და კლებადობით.
    ასახელებენ წინა და მომდევნი რიცხვებს. ცნობენ შეკრების და გამოკლების თვისებებს.
    შეფასების საგანი და
    პროცედურები მოსწავლეთა წარმატებას ავღნიშნავ ზეპირი პრეზენტაციით.ავღნიშნავ მათ მონდომებას,
    მცდელობას,შეფასება განმავიტარებელი.

    კრიტერიუმი მონდომებული კარგი ყოჩაღ

    აქტიურობა ცდილობს აქტიურია,მაგრამ არა გაკვეთილის
    ბოლომდე სისტემატიურად
    აქტიურია.
    მსჯელობა და წერის
    ხარისხი ცდილობს:მსჯელობს
    და წერს მსჯელობს,წერს,მაგრამ
    სჭირდება დხმარება. მსჯელობს გამართულად. წერს
    უშეცდომოდ.
    ბუკებთან
    მუშაობა ცდილობს მუშაობას სჭირდება დახმარება. მუშაობს
    დამოუკიდებლად.

    სასწავლო მასალა და
    ტექნიკური რესურსი სახეალმძღვანელო,სამუშაო რვეული,ბუკები,დაფა,ცარცი,თაბახის ფურცლები ზედ დახატული
    სამი სმაილით,პლასმასის ჭიქები და კუბები.

    გაკვეთილის მსვლელობა
    A ფაზა 5 წთ.
    მუშაობა წყვილებში. თითოელ წყვილს უდევს პლასმასის 4 კუბით,ერთი კუბი კი ჭიქის გარეთ დევს.ვთხოვ ბავშვებს ეს კუბი ჩადონ ჭიქაში.
    შესაბამისად დაისმევა კითხვები.რის შედეგაც მოხდება შესაკრების,ჯამის,წინა დამომდევნო რიცხვების გამეორება.შემდეგ ამოვაღებინებ ისევ
    ერთ კუბს და ანალოგიურად გაგრძელდება მუსაობა.დაიწერება მაგალითები.ერთი მოსწავლე დაწერს დაფაზე,დანარჩენები კი ბუკებში.
    წუთშესვენება 1წთ.
    B ფაზა 18 წთ.
    რიცხვისათვის 2-ის გამოკლების გასაცნობად ბუკებში გამზადებული მაქვს თვალსაჩინოება(გალიაში ხუთი ბაჭიაა და ორი დასაჭერია)მოსწავლეეები
    იმსჯელბენ თუ როგორ დაიჭერენ ორ ბაჭიას(,ანალოგიურად ვაჩვენებ ბუკებში).დაიმევა კითხვები როგორ ჩაიწერება?რა მოქმედებით? და ა.შ.შემდეგ
    ერთი მოსწავლე დაწერს დაფაზე,დანარჩენები ბუკებში.კეთდება დასკვნა მოსწავლეთა დახმარებით--რიცხვს რომ ორი გამოვაკლოთ ჯერ უნდა
    გამოვაკლოთ 1 და შემდეგ კიდევ 1.ამით მოცემული რიცხვი მცირდება 2-ით.
    მუშაობა ინდივიდუალური.ვურიგებ თაბახის ფურცლებს დახატული სამი სმაილით და უნდა გააფერადონ ორი სმაილი,თან დაწერონ შესაბამისი
    მაგალითი 3-2=3-1-1
    წუთშესვენება 1წთ.
    C ფაზა 10 წთ.
    1-ის და 2-ის გამოკლების გააზრებისათვის სახელმძღვანელოში ვასრულებთ მე-5 და მე-6 სავარჯიშოს და თან ვმუშაობთ სამუშაო რვეულშიც.
    დახურულბოლოანი ამოცანებით გვ.96(1,2,3)ერთგვარად ვაჯამებთ მოსწავლეთა მიერ მასალის ათვისების დონეს.1,2 ან 3 თითის აწევით ისინი
    აფიქსირებენ პასუხს.

    ReplyDelete



  2. გაკვეთილის გეგმა მათემატიკა I კლასი


    გაკვეთილის  მთავარი თემა გამოვაკლოთ 4
    ინტეგრირებული საგნები,
    მასწავლებლის
    სახელი, გვარი  მათემატიკა, ისტ.
     მასწავლებელი: ინეზა კარკაძე
    სწავლების საფეხური დაწყებითი საფეხური. I კლასი
    მოსწავლეთა პროფილი ერთი  მოსწავლე
    გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა ეს გაკვეთილი აქტუალური იქნება იმით, რომ    მოსწავლეები შეძლებენ კონკრეტული მაგალითისთვის მოქმედება გამოკლების სხვადასხვა ხერხის გამოყენებას.
    მიზნები და შედეგები ბავშვებმა გაიმეორონ შესწავლილი მასალა და განიმტკიცონ შეძენილი ცოდნა. მოსწავლეებმა შეძლონ 4-ის მიმატება და გამოკლება.
    კითხულობს და წერს რიცხვებს. ითვლის წინ და უკან ნებისმიერი რიცხვიდან, ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს. სიტყვიერად აღწერს შეკრების ტოლობის და შედეგის ცნებებს სხვადასხვა კონტექსტში. ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას.
    შეკრება-გამოკლების შესრულების სხვადასხვა ხერხის გამოყენების უნარის განვითარება.
    ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოთხოვნები /სტანდარტები  მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
    ისტ ტექნ. I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.
    ისტ ტექნ. I.4. მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური  საშუალებების  გამოყენება.
     
    წინასწარი ცოდნა 1.ცნობს ციფრებს
    2.ასახელებს მეზობელ რიცხვებს
    3.აწყვილებს საგნებს
    4.გროვებს ადარებს ერთმანეთთან
    5.ცნობს კენტ და ლუწ რიცხვებს
    6. იცის 1-ის, 2-ის, 3-ის მიმატება და გამოკლება და 4-ის მიმატება.
    გაკვეთილის მსვლელობა აქტივობა I. გავიმეოროთ და განვამტკიცოთ შესწავლილი მასალა. ვეკითხები 3-ის, მიმატებს და გამოკლებას, 4- ის მიმატებას. ვაჩვენებ პროექტორით მაგალითებს. დრო: 5 წთ.
    აქტივობა II. ახალი მასალის ახსნის დროს გამოვიყენებ პროექტორს, ვაჩვენებ 4-ის გამოკლებას მოდელის დახმარებით , გამოვიყენებ რიცხვთა კიბეს.პროგრამა „PowerPaint“-ში ვაჩვენებ შესაბამის მაგალითებს, შემდეგ მოსწავლეები ასრულებენ სახელმძღვანელოში მოცემულ სავარჯიშოს.ახსნილი ხერხის გამოყენებით ახდენენ კონკრეტული მაგალითების ამოხსნას. დრო: 15 წთ.
    აქტივობა III. შესვენება. მოსწავლეების განტვირთვას მოვახდენ ფიზიკური ვარჯიშის საშუალებით. დრო: 1 წთ.
    აქტივობა IV. ბუკზე მუშაობა 13 წთ ახალი მასალის განმტკიცების მიზნით
    ჩავუტარებ ტესტურ გამოკითხვას შემდეგ  პროექტორით ვაჩვენებ ტესტს , რომელსაც გადავუგზავნი ბუკში. (იმუშავებენ პროგრამა Word-ში.) მიღებული ცოდნის შემოწმება. ტესტებზე მუშაობის უნარ - ჩვევების გამომუშავება.
    აქტივობა VIII. შეფასება დრო: 1 წთ.

    შეფასების საგანი და პროცედურები მოვახდენ განმავითარებელ შეფასებას.. გმადლობთ დახმარებისათვის.
    შეაფასეთ გაკვეთილი. მოგეწონათ გაკვეთილი და ყველაფერი გასაგები იყო თუ არა თქვენთვის. თუ არ მოგეწონათ ან რაიმე ვერ გაიგეთ?

    სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები მოსწავლის სახელმძღვანელო I კლ. ავტორები: გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე. მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი,ცარცი, დაფა, ტესტები, ბუკი, პროექტორი.
     

    ReplyDelete