Tuesday, August 16, 2011

ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა

პროექტის იდეა:  მოსწავლეები მიეჩვიონ თანამშრომლობას, ურთიერთდახმარებას.
პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი აქტუალური იქნება იმით რომ მოსწავლეები              ისწავლიან   თანამშრომლობას, სამუშაოს ერთად შესრულებას.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ კომუნიკაციის,თანამშრომლობის,    ჯგუფური მუშაობის უნარი.
მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში და აფერადებენ მასწავლებლის მიერ დარიგებულ მასალას.  გადაღებენ სურათებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული ფოტოაპარატი, საკანცელარიო ნივთები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვას      " თანამშრომლობა" და სთხოვს მოსწავლეებს, განმარტონ ეს სიტყვა. შემდეგ დაფაზე წერს მოსწავლეთა მოსაზრებებს.
საბოლოოდ მასწავლებელი და მოსწავლეები თანხმდებიან, რომ თანამშრომლობა არის საქმის ერთად კეთების უნარი.
     მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს, რომ მნიშვნელოვანი საქმის კეთებისას, დავალების შესრულებისას ბევრი ადამიანის ძალისხმევაა საჭირო. ძალიან რთულია მარტო სახლის აშენება, წიგნის გამოცემა, დიდი მოსავლის მოყვანა.
    მაგრამ როდესაც ერთ საქმეში ბევრი ადამიანი მონაწილეობს, აუცილებელია, რომ მათ შეთანხმებულად იმოქმედონ, კარგია როდესაც ადამიანებს შეუძლიათ თანამშრომლობა.
    მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს, რომ თანამშრომლობისათვის აუცილებელია შემდეგი :
  1.      ერთმანეთის მოსმენისა და გაგების უნარი;
  2.      მოლაპარაკების უნარი;
  3.      საქმიანობისას როლების კარგად გადანაწილების უნარი.
 
  შემდეგ მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რა უნარებიაკიდევ აუცილებელი თანამშრომლობისათვის.
   თანამშრომლობის უნარის სადემონსტრაციოდ ის მოსწავლეებს შემდეგ აქტივობას სთავაზობს.
                                         " ხელთათმანები"

   მასწავლებელი  მოსწავლეებს, შემდეგ ინსტრუქციას აძლევს: მე მინდა დავრწმუნდე, რომ ჩვენ კლასში ყველას კარგად შეუძლია თანამშრომლობა. ამისათვის ერთ დავალებას მოგცემთ: მე დაგირიგებთ წყვილებს ხელთათმანების გამოსახულებებს, თქვენ კი ისე გააფერადეთ, რომ ორივე ხელთათმანი ერთნაირი იყოს. თავიდან ჯერ მოილაპარაკეთ, თუ როგორ ორნამენტს დახატავთ, ან რა ფერებს გამოიყენებთ.
   დავალების შესრულების შემდეგ მასწავლებელი კედელზე აკრავს მოსწავლეთა ნამუშევრებს. შესაძლოა შეფასდეს, რომელი ხელთათმანები ჰგავს ყველაზე მეტად ერთმანეთს, ვინ შეძლო ყველაზე უკეთ თანაშრომლობა.
მასწავლებელი ეკითხება  მოსწავლეებს, თუ როგორ მიიღეს ასეთი კარგი შედეგი, რა ეტაპები გაიარეს მუშაობის დროს?
  •  როგორ მოახერხეს გადაწყვეტილების მიღჶბა?
  • აკონტროლებდნენ თუ არა დავალების შესრულების პროცესს?
  • ჰქონდა თუ არა რეაქცია, როცა პარტნიორმა თავდაპირველ ჩანაფიქრს გადაუხვია? 
  • შეაფასეს თუ არა საკუთარი და პარტნიორის მოქმედება?
  • ეხმარებოდნენ თუ არა ერთმანეთს. 
  შემდეგ მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით გააკეთებენ სლაიდ-შოუს  PowerPoint-ში. გამოიყენებენ ისტ საშუალებებს.  ყურადღებით ისმენენ და იზიარებენ სასწავლო ამოცანის ინსტრუქციას. საბოლოო შედეგი გააზრებულია. აქტიურად უსმენენ ერთმანეთს, გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ქართული ენა და ისტ.
 პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ინეზა კარკაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: karkadzeineza@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: გამოქვეყნდება პროექტის დასრულებისთანავე.